საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ეფექტური კომუნიკაციისთვის
ორგანიზაციის მიზანი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და უკვე 11 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნოთ  ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოვიპოვოთ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

 

დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან.