საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მასწავლებლებისთვის სასწავლო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

სასწავლო ვიზიტი მასწავლებლებისთვის ესტონეთში დასრულდა. 28 მაისიდან 1 ივნისამდე პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულებმა ესტონეთის კერძო და საჯარო სკოლების მუშაობის სპეციფიკა, ესტონური განათლების სისტემის მოდელი და ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობები გაიცნეს.
 
ვიზიტის მესამე და მეოთხე დღეს პედაგოგებმა ქალაქ ტარტუში სხვადასხვა სკოლა მოინახულეს, მათ შორის სკოლა - მუზეუმი, ესტონური თანამედროვე სკოლა, სკოლა, სადაც ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. გაეცნენ მათი მუშაობის თავისებურებებსა და ძირითად მიმართულებებს. სასწავლო ვიზიტი ინოვას ფონდში შეხვედრით დასრულდა.
ვიზიტი ესტონეთში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

02-06-2017