საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა

5 ივნისს, მონტენეგრო ნატოს ახალი წევრი ოფიციალურად გახდა. გაწევრიანების ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაშინგტონში ჩატარდა, სადაც ალიანსს მონტენეგროს მიერ სარატიფიკაციო ინსტრუმენტი გადაეცა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნატოს კარი ღიაა ყველასთვის. 

 

"დღეს, მონტენეგრო, როგორც ერთ-ერთი თანაბარი ხმის მქონე წევრი, იმ სახით უერთდება ნატოს, რომელიც ალიანსის ფორმირებაში თავის წვლილს შეიტანს და გაიმყარებს დამოუკიდებლობას",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის თქმით, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლმა მოკავშირეების უსაფრთხოება თითქმის 70 წელი უზრუნველყო. 

 

მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მონტენეგროს მიერთებას ხელი 2016 წლის მაისში მოაწერა, რის შემდეგაც 28 წევრი ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტმა მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერის რატიფიცირება მოახდინა. დროშის აღმართვის ცერემონია ნატოს შტაბ-ბინაში 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება. მონტენეგროს გაწევრიანება, 2009 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ, როცა ალბანეთი და ხორვატია ალიანსის წევრები გახდნენ, ნატოს ისტორიაში მორიგი გაფართოების ტალღაა.

 

06-06-2017