საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კულინარიული შოუ "შეფ-მზარეული ელჩები"

კულინარიის აკადემიაში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის კულინარიული შოუ „შეფ-მზარეული ელჩები“ გაიმართა. შოუს ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა თავიანთი ეროვნული კერძები მოამზადეს, შოუს დასასრულს კი ე.წ. ქართულ „სუფრაზე“ ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ და ელჩების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნეს. კულინარიულ შოუში იტალიის, სლოვაკეთის, ლიტვისა და ბულგარეთის ელჩები, ასევე შვედეთის ელჩის მოადგილე მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის წარმომადგენლებიც, მათ შორის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ჩაერთვნენ, რომლებმაც ნაციონალური კერძები - ხინკალი და ხაჭაპური მოამზადეს. შოუს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გაუძღვა.

 

პროექტის „შეფ-მზარეული ელჩები“ მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციაა. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და კულინარიის აკადემიის მხარდაჭერით მეორე წელია იმართება. პროექტი 2017 წლის ევროპის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენდა.

 

სიუჟეტი იხილეთ ბმულზე.

08-06-2017