საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან და სათემო ლიდერებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებს, მეწარმეებსა და სათემო ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, ასევე იმ სარგებელზე ისაუბრეს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებსა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის როლზე.

 

შეხვედრა საერთო-სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, შედეგებისა და ფართო საზოგადოებრივი სარგებლის შესახებ, მათ შორის მათი შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა.

 

პროგრამასაქართველოში ლიტვის საელჩოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

08-06-2017