საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სასწავლო კურსის „გზა ევროკავშირისკენ/ევროპული მოქალაქეობა“ შემაჯამებელი ღონისძიება

აკადემიკოს ი.ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო კურსის „გზა ევროკავშირისკენ/ევროპული მოქალაქეობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე დაესწრო.

 

კურსის ფარგლებში, 40-ზე მეტმა მოსწავლემ  ევროკავშირის ისტორია, მიზნები, პრინციპები შეისწავლა, გააცნობიერა ევროპული ღირებულებები და ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობა, ასევე გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდებს.

 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ის გზა, თუ როგორ შეძლეს აღნიშნულმა ქვეყნებმა გამხდარიყვნენ ევროპული ოჯახის წევრები. მოსწავლეებმა, ასევე წარმოადგინეს ის პროექტები, რაც კურსის ფარგლებში განახორციელეს.

 

საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდასა და ჩართულობაზე ისაუბრა. გამოითქვა სურვილი კურსის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრისა და ვეკუას სკოლის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

09-06-2017