საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კამპანიაში „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის'' საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო ჩაერთო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აქციას  „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის'' ბათუმში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი და მოხალისეები შეურთდნენ.  კამპანია, რომლის  მიზანიც წიგნის ბანკის შექმნა და  შეგროვებულ ლიტერატურის  ემგირანტებისთვის  გაგზავნაა, პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი,  უკრაინისა  და  იტალიის ტერიტორიაზე   ქართული წიგნების კუთხეების მოწყობით დასრულდება.  საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით კამპანიას საერთაშორისო ურთიერთობების თემატიკის ლიტერატურა გადაეცა. წიგნების შეგროვების აქციაში  სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში, სულ 327 წიგნი შეგროვდა. 

09-06-2017