საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

17-19 ივლისი, თბილისი

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

იწვევს  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო სკოლის მიზანი:

  • მოსწავლეების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე;
  • მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;

NATO

  • ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
  • NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები
  • საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში

 

EU

  • ევროკავშირის ისტორია
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
  • DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება;
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
  • მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
  • ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები;

 

 

საზაფხულო სკოლის განმავლობაში, მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერსებული კანდიდატი უნდა იყოს საერთაშორისო საჯარო და კერძო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლე.
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას
  • მათი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.

* ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, არა უგვიანეს 7 ივლისის 18:00 საათისა .

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

გასაუბრებას შედეგად შეირჩევა 25 მონაწილე.

ლექციები ჩატარდება 17-19 ივლისის პერიოდში; თითოეული ლექციის ხანგრძლივობა - 2 საათი.

საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

მისამართი: შ. დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი, თბილისი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ:  infocenter@eu-nato.gov.ge ; 2 158 100; 598 322 685

 

12-06-2017