საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა გააცნო.

 

თავის მხრივ, სტუდენტებმა ევროკავშირის შესახებ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

13-06-2017