საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გეგელიძეების საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „ევროპული გზა“ გაიხსნა

ქედაში, გეგელიძეების საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მხარდაჭერით სამოქალაქო კლუბი „ევროპული გზა“ გაიხსნა.  კლუბის გახსნის ინიციატორები პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილე პედაგოგები თამთა ნიჟარაძე და მერაბ ბერიძე იყვნენ.  შეხვედრაზე გეგელიძეების საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები, ისაუბრეს  ევროკავშირის ისტორიის, მიზნები, პრინციპებიშესახებ, მოეწყო ვიქტორინაც და გამოვლინდნენ აქტიური მოსწავლეები. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა  ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდასა და ჩართულობაზე, ევროპული ღირებულებები და ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებშესახებ ისაუბრა, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდებს.

19-06-2017