საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის დასრულდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებს, მათი მუშაობის პრინციპებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს გაეცნენ, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს.
ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ ექსპერტებს შეხვდნენ. ასევე, სკოლის ფარგლებში სტუდენტები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პირველად გაიმართა. არსებული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
 
მეტი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს. 
 

19-06-2017