საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე წელს 40.7%-ითაა გაზრდილი

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტმა 260.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 40.7%-ითაა გაზრდილი. ზოგადად მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1090.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია.

 

გაზრდილია იმპორტიც ევროკავშირიდან, რამაც 830.4 მლნ. აშშ დოლარი (9.1 პროცენტით მეტი) შეადგინა. 

 

ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

21-06-2017