საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თბილისში "გმირებისთვის" 5 კილომეტრიანი გარბენი გაიმართა

„თბილისი დარბის გმირებისთვის“ - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე. გარბენი საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდაყოფას ისახავდა მიზნად.

საქველმოქმედო აქციაში 800-მდე მუსრველი ჩაერთო. აქციით შეგროვებული თანხით იგეგმება წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმევა გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. ადგილზე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

ღონისძიება ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, თბილისის მერიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ლიბერთი ბანკისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

27-06-2017