საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირში/შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის ამოქმედების 3 თვის თავზე, საქართველოს 37 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. აქედან მხოლოდ 0.3%-ს ეთქვა უარი, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გაავრცელა.  

 

"გაზრდილია მგზავრთა ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით. ეს არის რეალური ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში; ჩვენი მოქალაქეებიც უკეთ ეცნობიან ახალ შესაძლებლობებს, რასაც გვთავაზობს ევროკავშირი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც წერტილს დაუსვამს ეჭვებს, კითხვებს და გაამყარებს ჩვენს მისწრაფებას გავხდეთ ევროკავშირის ღორსეული წევრი", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

 

სხვადასხვა ენაზე უვიზო მიმოსვლის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის სანახავად, გადადით ბმულზე.

 

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ, ხშირად დასმული კითხვები  უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

29-06-2017