საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რეგისტრაცია სემინარზე "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის,  საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

სემინარი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივლისს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 15 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას. 20 ივლისს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 21 ივლისს კი 10:00 - 15:00 საათებში.

მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას.

 

რეგისტრაცია

 

დღის წესრიგი

- გადმოწერა / გახსნა

12-07-2017