საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის გრძელდება

საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის გრძელდება. მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებზე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ასევე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებზე გამახვილდა.
მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის სხვა წარმომადგენლებიც შეხვდნენ, რომლებმაც ნატოსა და ევროკავშირის ისტორიაზე,საქართველოს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე, უვიზო მიმოსვლაზე და სხვა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ.
მოსწავლეები სამუშაო ჯგუფებშიც გადანაწილდნენ და სკოლის ფარგლებში განხილულ სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
 

19-07-2017