საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

20 ივლისს, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა. სემინარში მონაწილეობას იღებენ მასწავლებლები როგორც პანკისის რეგიონიდან, ისე თბილისიდან. სემინარი გახსნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
 
ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გაეცნობიან ნატოს ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს, ნატოს როლს სამხრეთ კავკასიაში, წევრი ქვეყნების გამოცდილებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე და სხვ.
 
ორდღიან სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.
 

20-07-2017