საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
77% ევროკავშირში, ხოლო 66% ნატოში საქართველოს გაწევრებას უჭერს მხარს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. კვლევის თანახმად 77%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ნატოში გაწევრებას გამოკითხულთა 66% უჭერს მხარს.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

კვლევა სრულად

- გადმოწერა / გახსნა

26-07-2017