საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საერთაშორისო კონკურსის "ალიანტეს" მონაწილეებთან

ეროვნული გვარდიის სკოლაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული ფინალის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

შეხვედრის შემდეგ ეროვნული ფინალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.

31-07-2017