საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხში, ერთდღიანი შემოქმედებითი ბანაკის „SOUND OF FUTURE”-ის ფარგლებში 2016 წელს საჯარო სკოლა დამთავრებულ ოქრო-ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოვება გაიმართა.
 
ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
 
ღონისძიებას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ-დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანიც დაესწრნენ. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ჩატარდა.

01-08-2017