საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა მანავის მომავლის ბანაკში

მანავში, მოსწავლეებისთვის მოწყობილ ბანაკში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მანავის ბანაკს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ ჯაფარიძე ესტუმრა. 
შეხვედრაზე ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებული მითები და რეალური ფაქტები განიხილეს. ლექციების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს კი საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 
ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

02-08-2017