საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბანაკში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ატენის ხეობაში,  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბანაკში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გორის რაიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებიდან და კოლექტიური ცენტრებიდან  35 ახალგაზრდა დაესწრო.  

 

გიორგი ფარეშიშვილმა ნატოს, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში, ვიზალიბერალიზაციის საკითხებსა და იმ სარგებლსა და გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ევროინტეგრაციას ქვეყნისთვის მოაქვს.

შეხვედრა  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით შედგა.

03-08-2017