საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს ხელი. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრაც, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

03-08-2017