საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ანაკლიის მომავლის ბანაკში შეხვედრები გრძელდება

ანაკლიის მომავლის ბანაკში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მე-3 ნაკადის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ უახლეს ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან და მის გზავნილებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში მიმდინარე წვრთნების მნიშვნელობას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

07-08-2017