საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

გიორგი ფარეშიშვილმა ნატოს, ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებსა და იმ სარგებელსა და გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ევროინტეგრაციას ქვეყნისთვის მოაქვს.

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

 

22-08-2017