საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მანავის „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

მანავის „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. 

მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელები ქეთევან კუპრაძე და მარიამ გიგაური შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ მითებსა და რეალობაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო ვრცელდება. 

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულ ახალგაზრდებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

23-08-2017