საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ანაკლიის მომავლის ბანაკში შეხვედრები გრძელდება

ანაკლიის მომავლის ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრები გრძელდება. მე-6 ნაკადს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი ესტუმრა. 
შეხვედრაზე ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებული მითები და რეალური ფაქტები განიხილეს. ლექციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს კი საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

29-08-2017