საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მანავის „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრათა ციკლი დასრულდა

მანავის „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრათა ციკლი დასრულდა. 

მანავის მომავლის ბანაკის ბოლო, მერვე ნაკადის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, ახალგაზრდებისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ მითებსა და რეალობაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო ვრცელდება. 

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

01-09-2017