საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა რუსეთის კვლევის შვედეთის ცენტრის წარმომადგენლებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს რუსეთის კვლევის შვედეთის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ცენტრის დირექტორს პატრიკ ჯოტუნს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეების საქმიანობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, სხვადასხვა პროექტსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. გამოითქვა სურვილი საერთო პროექტების განხორციელების თაობაზე.

05-09-2017