საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მომავლის ბანაკში შეხვედრები გრძელდება

ანაკლიის „მომავლის ბანაკში" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრები გრძელდება. 290-მდე ახალგაზრდას საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა.

 

შეხვედრაზე ევროკავშირის შექმნის ისტორია,ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების მთავარი პრინციპები, ახალგაზრდებისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები და სხვა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

08-09-2017