საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრმა ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში ჩაერთო. ფორუმში 190-მდე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. საინფორმაციო ცენტრის კუთხეში სტუმრები ცენტრის საქმიანობას, პროექტებს, ინიციატივებსა და ცენტრთან თანამშრომლობის საკითხებს გაეცნენ. სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაბეჭდილი ლიტერატურა დაურიგდათ, ვიქტორინაში გამარჯვებულებმა კი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი მიიღეს.
ახალგაზრდული ფორუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვიტარების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

11-09-2017