საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი ვებგვერდი შეიქმნა

ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი ვებგვერდი "euvsdisinfo.eu" შექმნა. ვებგვერდი ერთად უყრის თავს იმ მონაცემებსა და წყაროებს, რომლებიც პრორუსულ დეზინფორმაციას უკავშირდება. "euvsdisinfo.eu" მარტივად აღქმადი დიზაინისა და ინტერაქციული სტატისტიკების საშუალებით ამ ეტაპზე 3 000-ზე მეტ დეზინფორმაციული ხასიათის ამბავს აერთიანებს, რომლებსაც შეხვდებით 18 ენაზე. ამასთანავე, არასწორი ინფორმაციის გამქარწყლებელი ფაქტებიც მარტივად იძებნება სისტემაში.

 

ვებგვერდის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: euvsdisinfo.eu

19-09-2017