საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ"

 

2016 წლის ევროპის დღეების ფარგლებში სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. დედაქალაქიდან და რეგიონიდან მოწვეულ პედაგოგებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა მიმართეს. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ 10 გამარჯვებული პედაგოგის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა 2016 წელს განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორები ესტონეთში შემეცნებითი ვიზიტით დააჯილდოვა.

 

პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამიზნე ჯგუფს საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები წარმოადგენენ. პროექტის მიზანი მასწავლებლების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვაა.

 

 

09-05-2016