საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია" გაიხსნა

ზუგდიდში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა. სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ადვოკატირებისა და ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელმა მაია ერისთავმა გახსნეს.
სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რასაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს.
სკოლა 27 სექტემბერს დაიხურება. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება. მსგავსი სკოლების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.

25-09-2017