საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში საშემოდგომო სკოლა დასრულდა

სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია" სამეგრელოში დასრულდა. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების დღის წესრიგის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების, ასევე ვაჭრობაში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის დახმარებების პროგრამების შესახებ. სკოლის დასასრულს სტუდენტები დაიყვნენ ჯგუფებად და სხვადასხვა საკითხზე პრეზენტაციები მოამზადეს.

სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით ხორციელდება.

27-09-2017