საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბორჯომში პროექტი "გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ" მიმდინარეობს

ბორჯომში, პროექტი "გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ" მიმდინარეობს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი პროექტის მონაწილე სასულიერო პირებსა და საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სესიაზე ნინო ბოლქვაძემ საინფორმაციო ცენტრის აქტივობებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ მითებზე, რეალურ ფაქტებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.
საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ კი ევროპულ კანონმდებლობაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების პრაქტიკა, უვიზო მიმოსვლა და შედეგები განიხილა.

პროექტი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

28-09-2017