საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სახალხო დღესასწაული "პანკისობა 2017"

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პანკისის ხეობაში, სახალხო დღესასწაულში "პანკისობა 2017" ჩაერთო. საინფორმაციო ცენტრის კუთხესთან პანკისელ სტუმრებს შეეძლოთ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობაში ჩართულიყვნენ, მათ შორის ვიქტორინებსა და კონკურსებში. დღის განმავლობაში მოსახლეობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უახლეს ინფორმაციასაც გაეცნო, ასევე, დაურიგდათ აღნიშნულ საკითხებზე ლიტერატურა.

 

პანკისში, ადგილობრივ დღესასწაულში საინფორმაციო ცენტრი პირველად მონაწილეობდა. მსგავსი პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიებისთვის შესაბამისი ლიტერატურისა და სიმბოლური პრიზების გამოყოფისთვის, საინფორმაციო ცენტრი მადლობას უხდის ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და ნატოს სამეკავშირეო ოფისს.

 

დამატებით იხილეთ ბმული. 

 

02-10-2017