საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში ღია კარის დღეები განახლდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მოსწავლეებისთვის ღია კარის დღეები განახლდა.
 
პირველი ნაკადის რუსთავის კერძო სკოლის "ლამპარის" მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში.
 
ღია კარის დღეზე საინფორმაციო ცენტრი ყოველკვირეულად უმასპინძლებს სხვადასხვა დაინტერესებულ სტუმარს.

03-10-2017