საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი ნატოზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის დაიწყო

სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო. სემინარში მონაწილეობენ მასწავლებლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან (როგორიცაა სოფელი კაბალი, ყარაჯალა, განჯალი და ლაგოდეხი), ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლიდან, თბილისელ კოლეგებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას ნატოს მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებული მითებისა და რეალური ფაქტების შესახებ და სხვ. სემინარი მეხუთე წელია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება, გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობამ კი 600-მდე მიაღწია. 

05-10-2017