საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კუთხე პანკისელი ახალგაზრდებისთვის

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა პანკისის ხეობის სხვადასხვა საჯარო სკოლის 120-მდე მოსწავლისთვის მოწყობილ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენა პროექტის "მე, აქტიური მოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც პარალელურად ახალგაზრდებისთვის მათთვის საინტერესო სტუმრებთან საინფორმაციო შეხვედრები და ღია დისკუსიები მიმდინარეობდა. საინფორმაციო ცენტრის კუთხესთან ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სხვადასხვა სახის ლიტერატურა დაურიგდათ. მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას, დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებს.


პროექტი "მე აქტიური მოქალაქე" არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიის ლაბორატორიის ორგანიზებით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა იყო.

09-10-2017