საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში

ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელი და სხვა მიმდინარე სიაახლეები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ სხვადასხვა ლიტერატურა დაურიგდათ.

10-10-2017