საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლის მონაწილეები საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთობას აგრძელებენ. სკოლის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრში საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებისთვის წელს პირველად  განხორციელდა. სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები საინფორმაციო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან.

02-10-2017