საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისთვის ტრენერთა სკოლა დასრულდა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისთვის ტრენერთა სკოლა დასრულდა. 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე იმ შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყნისთვის მოაქვს.

პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს გადამზადებული ახალგაზრდების მიერ აღნიშნულ საკითხებზე თავიანთ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას.

პროექტი ორგანიზებულია სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

06-10-2017