საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას?

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი.

 

წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურვონ უნარებით, რაც მათ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაში და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დაეხმარება.

 

გზამკვლევი 10 საკითხს მოიცავს და შემდეგ თემებს ფარავს: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; მანიპულაციები და ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში; ვების გადამოწმების, საარქივო მასალების მოძიების, პიროვნების იდენტიფიცირების, ფოტოს, ვიდეოს, youtube-ის ვიდეოების გადამოწმებისა და ტროლების იდენტიფიცირების პრაქტიკული ხერხები და გზები.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გზამკვლევი დაეხმარება ასევე აკადემიურ წრეებს, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული უნარების სწავლების თვალსაზრისით.

 

- გადმოწერა / გახსნა

12-10-2017