საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავამ აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, ვიზალიბერალიზაცია, ანტიდასავლური პროპაგანდა და ევროპული ღირებულებები, ასევე ახალგაზრდებისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები განიხილეს. სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა.

12-10-2017