საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე

6-9 ოქტომბერს ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  63-ე სესია გაიმართა. ასამბლეამ სესიაზე დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ნატოს სამეზობლოში დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების ხელყოფით რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ევროატლანტიკურ სტაბილურობასა და მშვიდობიან თანამშრომლობას. ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის ზეგავლენის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, მზარდი საფრთხეები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულება იზრუნოს თავისი სანდო პარტნიორების უსაფრთხოებაზე.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართონ ყველანაირ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზომებს შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისთვის.

 

რეზოლუცია სრულად იხილეთ აქ: 

- გადმოწერა / გახსნა

17-10-2017