საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი ნატოზე პედაგოგებისთვის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან

ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშ იინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილეებისა და სახელმწიფო მინისტრების შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.

სემინარს ესწრებიან მასწავლებლები შიდა ქართლის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან თბილისელ კოლეგებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში პედაგოგები მოისმენენ ინფორმაციას ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეირაღებული ძალების მონაწილეობის, ასევე, ნატოს გარშემო გავრცელებული შეხედულებებისა და რეალური ფაქტების შესახებ.

სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეხუთე წელია იმართება. ყოველწლიურად სემინარში თბილისელ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 600-მდე პედაგოგი უკვე გადამზადდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მე-20 სემინარი 31 ოქტომბერს დასრულდება. როექტის წლევანდელი დასკვნითი სემინარი საინფორმაციო ცენტრმა შიდა ქართლში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" თანამშრომლობით განახორციელა.

30-10-2017