საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში

ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო მეორე შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით შემოვიდნენ. ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

 

ღონისძიებაში ნატოს წევრი ქვეყნების ოთხი გემი და მათი ეკიპჟები მონაწილეობენ. მათ რიგებს შორისაა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი და SNMCMG2-ის მეთაური ერვი ბლეჟონი საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალებიდან და მეთაური ჯასთინ ჰეინისი სამეფო საზღვაო ძალებიდან. ხომალდები რუმინეთიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან მოემართებიან.

 

დღეს MARCOM - ის სარდლის მოადგილე ერვი ბლეჟონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაც გაიმართა.

 

წყარო

03-11-2017