საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საშემოდგომო სკოლა სტუდენტებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა დაიწყო. 3 დღის განმავლობაში სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს გაეცნობიან. მონაწილეები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან.

 

საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

06-11-2017