საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა საქართველოში ENPARD I ფარგლებში

საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დახმარების ძირითად ფორმას წარმოადგენს. იგი დამოკიდებულია პოლიტიკურ დიალოგზე, პარტნიორობასა და ორმხრივ პასუხისმგებლობაზე ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის. საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება პარტნიორი ქვეყნის ბიუჯეტში პირდაპირ ირიცხება, შემდგომ კი მისი განკარგვა ეროვნულ დონეზე ხორციელდება.

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ქვეყანაში სურსათის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერით და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო კომპონენტით.


საბიუჯეტო მხარდაჭერა წარმოადგენს ENPARD-ის უმსხვილეს ფინანსურ კომპონენტს:

 

ENPARD-ის I ფაზის ფარგლებში, 2013-2017 წლებში, საქართველოს მთავრობის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა შეადგენს 24.5 მილიონ ევროს (≈ 62 მილიონი ლარი), რაც პროგრამის პირველი ფაზის სრული ბიუჯეტის, 52 მილიონი ევროს (≈ 132 მილიონი ლარი) თითქმის ნახევარია.

 

ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში, 2016-2020 წლებში, საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის წილი კიდევ უფრო დიდია და შეადგენს 27 მილიონ ევროს (≈ 69 მილიონი ლარი). პროგრამის მეორე ფაზის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა (≈ 127 მილიონი ლარი).

 

- გადმოწერა / გახსნა

09-11-2017